
Tbilisi Open Air-ის გარშემო აურზაური არ წყდება. საზოგადოების ნაწილმა ნანი ბრეგვაძე მწვავედ გააკრიტიკა ფესტივალზე გამოსვლის გამო. "ამბებმა" კომენტარისთვის მომღერალს მიმართა:
„არ მინდა ბევრი ვისაუბრო, რა იყო და როგორ იყო, არ გეწყინოთ... რადგან გამოვედი, ისე იგი მინდოდა და გამოვედი. მადლიერი ვარ მთელი ახალგაზრდობის, მე ვარ ახალგაზრდებთან! სიმღერა ნიჭიერად იყო გაკეთებული, ახალი რაღაც გამოვიდა და მე დამაინტერესა.
მადლიერი ვარ, ღმერთმა რომ ასეთი სიყვარული მაჩუქა ახალგაზრდების. ჩემი თაობიდან თითქმის ყველა წავიდა. ახლა ეკას, ნატალიას მეგობრები არიან, მაგრამ ეკას და ნატალიას შემდეგ კიდევ ხომ მოდის ახალგაზრდების თაობა? ეს არის ჩვენი მომავალი! ჩვენი დრო უკვე მთავრდება, მოდის ახალგაზრდების დრო!
ამბობენ ნანი მოსკოვში მღეროდაო და რა სისულელეა? სად უნდა წავსულიყავი სხვაგან, ეს ერთი სახელმწიფო იყო! იცოდეთ, მაშინ თავისუფლება არ იყო! ყოველი ნაბიჯი იქვე, მოსკოვშიც კი ვიღაცაზე დამოკიდებული იყო. შემოქმედებაში - კინოში, მუსიკაში თუ რამ მთავრობას არ მოეწონებოდა, ამოჭრიდნენ. დრო ძალიან ძლიერია, ყველაფერი დროს მოაქვს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს ბუნებაში. სხვა თაობა მოდის, ცხოვრება წინ მიდის!
სიმფონია ყველას ხომ არ ესმის? ასევეა პოლიტიკაც! მე არ მესმის და არც არასოდეს ვერევი! ახლაც შეკითხვა რომ დამისვათ, ვერ გიპასუხებთ! ფესტივალზე პოლიტიკის გამო კი არ გამოვედი, მებრძოლი კი არ ვარ! ახალგაზრდა, გენიალურმა ბავშვმა, კომპოზიტორმა კორძაიამ დაწერა სიმღერა, ძალიან მომეწონა და ამან დამაინტერესა. ბავშვებს ახალგაზრდებს მოეწონათ კლიპი, თავიდან მე არც ვიცოდი, ფესტივალისთვის რომ მზადდებოდა", - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.
ambebi.ge