რეზონანსი
27.05.2025

იუმორისტმა, ონისე ცხადაძემ განსასჯელის სკამიდან პრემიერს უთხრა, რომ რეჟიმის ტყვეებზე საუბარს თავი დაანებოს და "მაკო გომურის თვალი, პოზნერი, გავრილოვი და აქ მოსული მოწმეების ჩვენებები მოინანიოს".

ცხადაძემ სასამართლოზე თქვა, რომ შეიძლება სხდომებს აღარ დაესწროს, რადგან მისი განცხადებით, ეს "თავის მოტყუებაა". მან ასევე მიმართა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილსაც და უთხრა, რომ ობიექტური გადაწყვეტილების მიღება რომც სურდეს, ვერ მიიღებს, რადგან სინდისის პატიმრების ციხეში გაშვება წინასწარ აქვს ნაბრძანები. 

პირველი პროცესიდან მოყოლებული ვცდილობ ხალხი გავამხიარულო, ჩემი ინსტიქტია მაგრამ ეს ყველაფერი უკვე თავის მოტყუებაში გადაიზრდება - სასაცილო არ არის. ფიზიკურად ვერ ვხვდები აქ რა ხდება. მოწმისთვის მინდოდა მეკითხა ახალს თუ გვეტყვით რამეს-თქო? რისთვის მოვდივართ აქ. შესაძლოა, მე შემდგომი სხდომიდან აღარ მოვიდე. გამოდის რომ ამითაც თავს ვიტყუებ რომ აქ ჩემს ძმას ან ვიღაც ადამიანს შევხედო და ამით ვიყო ბედნიერი. ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს ადამაიანებზე, ვისაც არ იცნობს. მაგან მაკო გომურის თვალი, პოზნერი, გავრილოვი და აქ მოსული მოწმეების ჩვენებები მოინანიოს. გაიხსნოს რამდენი ტრილების და ბოტევის ქარხანა აქვს. უბრალოდ აზრი არ აქვს რასაც აქ ვაკეთებთ, ახლავე რომ გინდოდეთ ჩვენი გაშვება მოსამართლევ, თუ გეტყვიან მაინც მოგიწევთ ციხეში გაშვება".- თქვა ონისე ცხადაძემ.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×