რეზონანსი
27.05.2025

 გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში ად­გი­ლობ­რივ­მა უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­ა­კა­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ცე­მა The Guardian გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მე­გობ­რებ­სა და ად­ვო­კა­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბის ცნო­ბით, ბა­ჩი­აშ­ვი­ლი აბუ-და­ბი­ში ჯუ­მე­ი­რას სა­ნა­პი­რო სას­ტუმ­რო­ში მი­ვი­და ად­გი­ლობ­რივ ად­ვო­კატ­თან შე­სახ­ვედ­რად.

ამის ნაც­ვლად, წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, ის სას­ტუმ­როს "ვეს­ტი­ბი­ულ­ში" ად­გი­ლობ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის და­ახ­ლო­ე­ბით რვა წევ­რმა და­ა­კა­ვა, რის შემ­დე­გაც ის დუ­ბა­ის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს და სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­ამ­გზავ­რეს.

"ეს და­კა­ვე­ბა სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩვენ­თვის. მას ად­გი­ლობ­რი­ვი ად­ვო­კა­ტი ჰყავ­და; ად­გი­ლობ­რი­ვი გუნ­დი ჰყავ­და, და მათ­თან ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობ­და თავს. რო­გორც ჩანს, ის უბ­რა­ლოდ და­ა­კა­ვეს და მა­შინ­ვე თვითმფრი­ნავ­ში ჩას­ვეს", - გა­ნა­ცხა­და ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, რო­ბერტ ამ­სტერ­დამ­მა.

ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის თქმით, ის ძა­ლი­ან შეშ­ფო­თე­ბუ­ლია მისი კლი­ენ­ტის წი­ნა­აღ­მდეგ წა­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე, ვი­ნა­ი­დან, "სა­ქარ­თვე­ლო უარ­ყო­ფი­თად ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი სა­ში­ში და კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი გა­რე­მო­თი, ასე რომ ეს რე­ა­ლურ, მძი­მე შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს".

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ წა­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ე­როს კო­მი­ტე­ტი ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ წა­მე­ბის "მრა­ვალ და თან­მიმ­დევ­რულ ცნო­ბებ­ზე" სა­უბ­რობს.

"ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი შე­საძ­ლო ტერ­მი­ნე­ბით ვგმობ შიდა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მიმ­დი­ნა­რე ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი­ზა­ცი­ას და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლებ­რი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს და­უ­ღა­ლა­ვი ძა­ლის­ხმე­ვე­ბის­თვის და­ა­პა­ტიმ­როს ჩემი კლი­ენ­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის სი­მარ­თლის თქმის­თვის," - გა­ნა­ცხა­და ბა­ჩი­აშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა 2025 წლის 26 მა­ისს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ანო­ნი­მუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბით წი­თე­ლი ხი­დი­სა და სა­დახ­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ე.წ. მწვა­ნე სა­ზღვრის მო­ნაკ­ვე­თის მიმ­დე­ბა­რედ წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნი­ლი და მსჯავ­რდე­ბუ­ლი გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

"თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრიპ­ტო­ვა­ლუ­ტის მით­ვი­სე­ბა­შია მსჯავ­რდე­ბუ­ლი და მას 11 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი. ამას­თან, მას ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი აქვს ორ მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ზე.

ბა­ჩი­აშ­ვილს ბრალ­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 344-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ვა­დით სა­მი­დან ხუთ წლამ­დე.

ბა­ჩი­აშ­ვილს ბრა­ლი აქვს წარ­დგე­ნი­ლი "მტკვა­რი ჰე­სის" საქ­მე­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 2201-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით, რაც სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მქო­ნე პი­რის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას ან არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 2-დან 5- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×