რეზონანსი
27.05.2025

 დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

დონალდ ტრამპის წერილს უკვე მოჰყვა შეფასებები. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც მან პრეზიდენტს მიწერა. ამ წერილში საუბარია საქართველოს დამოუკიდებლობაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი ტრამპი თავადვე ამბობს, რომ მისი ადმინისტრაცია მზად არის ორმხრივი ურთიერთობის განვითარებისთვის. პრეზიდენტთან ერთად მოხსენებულია საქართველოს მთავრობაც და ამ წერილიდან გამომდინარე, ჩვენ უახლოეს მომავალში ველოდებით, ორ სახელმწიფოს შორის კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ურთიერთობების დარეგულირებას. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ხალხს პრეზიდენტი ტრამპი ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს," - აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლადო ბოჟაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×