რეზონანსი
28.05.2025

თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტის ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა მოადგილეებთან, დავით ბოდოკიასთან და მამუკა კიზირიასთან ერთად სამუშაო ვიზიტით ქალაქ ვენაში იმყოფებოდა.

ქართული დელეგაციის წევრები ვენის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების, უტილიზაციის პრაქტიკას გაეცნენ. ასევე, ევროპელ კოლეგებთან ერთად სამშენებლო ნარჩენების სეპარირებისა და რეციკლირების სპეციფიკა განიხილეს.

 გიორგი პაპავამ მოადგილებთან ერთად ავსტრიის დედაქალაქის მუნიციპალური ნაგავსაყრელი და მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტი დაათვალიერა. დელეგაციის წევრები სორტირებისა და მეორადი საწვავის ქარხნებსაც ესტუმრნენ.

სამუშაო ვიზიტი კორპორატიული განვითარებისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმა, რომელზეც ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია GWCC-INTERIVAL ZT GMBH მუშაობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×