რეზონანსი
28.05.2025

ანსამბლი „სუხიშვილები“ სოციალური ქსელით ორი დღის წინ, Tbilisi open air-ზე ნინო სუხიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენთვის სამწუხარო ინციდენტს, რომელიც open air-ის მიმდინარეობისას მოხდა.

აჩიკო გულედანის სიმღერის ტექსტი არასწორად გაიგო დასის რამდენიმე წევრმა, რამაც დასის მნიშვნელოვან ნაწილში გამოიწვია უკმაყოფილება და კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა დასის ფესტივალში მონაწილეობა.

დასის ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა, საჭიროდ ჩათვალა რომ კრიტიკული სიტუაციის განსამუხტად ისე ემოქმედა, როგორც იმოქმედა.

ვწუხვართ, რომ ნინოს ნათქვამმა სიტყვებმა, რომელიც ანსამბლში ვითარების განმუხტვისკენ იყო მიმართული, სამართლიანად დაიმსახურა კრიტიკა.

გვსურს დაგიდასტუროთ, რომ სუხიშვილები ყოველთვის იდგა და დგას როგორც რწმენის, ისე გამოხატვის, ხელოვნების თავისუფლების და ზოგადად, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სამსახურში და გვჯერა, რომ ეს უფლებები არათუ ხელს არ უშლის, არამედ ავსებს ერთმანეთს.

კიდევ ერთხელ, ვწუხვართ, რომ აღნიშნულმა ინციდენტმა ბევრ ჩვენს გულშემატკივარში გაუგებრობა გამოიწვია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ნინო სუხიშვილმა გამოსვლისას თქვა: “ჩვენ ვართ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა, დი­დე­ბა უფალს! ჩვე­ნი დასი ემიჯ­ნე­ბა იმ სი­ტყვას, რო­მე­ლიც აქ გაჟ­ღერ­და, რო­მე­ლიც მკრე­ხე­ლუ­რი იყო ჩვე­ნი გა­გე­ბით. ჩვენ ამას არ ვე­თან­ხმე­ბით, ჩვე­ნი დე­ვი­ზი ყო­ველ­თვის იყო – ენა, მა­მუ­ლი, სარ­წმუ­ნო­ე­ბა…“

აღნიშნულმა ნათქვამმა დაბნეულობა გამოიწვია. გაუგებარი აღმოჩნდა, კონ­კრე­ტუ­ლად ვის გა­მოს­ვლას გუ­ლის­ხმო­ბადა ნინო სუ­ხიშ­ვი­ლი. ზოგს ეგო­ნა, რომ მას ჰო­მო­ფო­ბი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ნამ­ღე­რი ტექ­სტე­ბი არ მო­ე­წო­ნა, ზოგს კი სხვა ვერ­სია ჰქონ­და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×