რეზონანსი
28.05.2025

დღეს დი­ლი­დან მომ­ღე­რა­ლი და სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ად­გი­ლე ზურა ხა­ჩი­ძე სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. მი­ზე­ზი თბი­ლის­ში მდე­ბა­რე რეს­ტორ­ნის ("ჩემ­თან“), მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ორ­გო­ლი გახ­და.

აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში, ქრის­ტეს აღ­დგო­მის ტაძ­რის ფონ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, ზურა ხა­ჩი­ძე მა­ყუ­რე­ბელს 30 მა­ისს და­გეგ­მილ "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბის“ კონ­ცერ­ტზე ეპა­ტი­ჟე­ბა. თუმ­ცა, ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია, რის გა­მოც რეს­ტო­რან­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან პოს­ტი წა­შა­ლა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით გან­მარ­ტე­ბაც გა­ავ­რცე­ლა

"მე­გობ­რე­ბო, 30 მა­ისს და­გეგ­მი­ლი კონ­ცერ­ტის ფარ­გლებ­ში, ზურა ხა­ჩი­ძემ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მოგ­ვა­წო­და ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რომ­ლი­თაც აა­ნონ­სებ­და ღო­ნის­ძი­ე­ბას.

სამ­წუ­ხა­როდ, ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას მოჰ­ყვა უკი­დუ­რე­სად არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო, აგ­რე­სი­უ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სცილ­დე­ბო­და ჯან­სა­ღი კრი­ტი­კის ფარ­გლებს და ცალ­სა­ხად გა­მო­ხა­ტავ­და ბუ­ლინგს.

ჩვე­ნი გუნ­დის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი სტუმ­რის, ისე თი­თო­ე­უ­ლი პარტნი­ო­რი­სა და შემ­სრუ­ლებ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, რეს­ტორ­ნის გუნ­დმა ერ­თხმად გა­დავ­წყვი­ტეთ ვი­დე­ოს წაშ­ლა - მხო­ლოდ და მხო­ლოდ მომ­ღერ­ლის ემო­ცი­უ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დაც­ვის მიზ­ნით.

გმად­ლობთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მხარს უჭერთ ჯან­საღ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მას.

ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მზა­დე­ბას კონ­ცერ­ტის­თვის და გპირ­დე­ბით და­უ­ვი­წყარ სა­ღა­მოს - სით­ბო­თი, მუ­სი­კით და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბით სავ­სეს...“ - ვკი­თხუ­ლობთ რეს­ტორ­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ კო­მენ­ტარ­ში.

"ამბები" ზურა ხა­ჩი­ძეს პი­რა­დად და­უ­კავ­შირ­და:

"სა­ო­ცა­რი ამ­ბა­ვი ხდე­ბა, შოკ­ში ვარ. რამ­დე­ნი­მე დღით ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი, რეკ­ლა­მა გა­ვუგ­ზავ­ნე პე­ტერ­ბურ­გი­დან იმ რეს­ტო­რანს. რო­დე­საც გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, ვი­ღა­ცამ იცნო ტა­ძა­რი, რომ პე­ტერ­ბურ­გში ვი­ყა­ვი და ამა­ზე ატყდა ამ­ბა­ვი. ვინ ამიკ­რძა­ლა სად წა­ვალ, სა­ი­დან რას გავ­გზავ­ნი, ვისი რა საქ­მეა, არ მეს­მის, შოკ­ში ვარ მარ­თლა.

რა­ღაც კას­ტაა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის, ვა­ი­მე, რუ­სე­თი­დან გა­ა­კე­თეთ რეკ­ლა­მა? - ჩემი გა­გიკ­ვირ­დათ? - პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვი პე­ტერ­ბურ­გში და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად რამ­დე­ნი­მე დღით. სა­ო­ცა­რი ქა­ლა­ქია, ძა­ლი­ან კულ­ტუ­რუ­ლი. სა­ო­ცა­რი რა­ღა­ცე­ბი ვნა­ხე და მო­ვი­ლო­ცე, რა ვიცი, შოკ­ში ვარ, ისე­თი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვა. მაგ­რამ აღარ მიკ­ვირს, ამათ­გან არა­ფე­რი აღარ მიკ­ვირს, ძი­რი­თა­დად "ნაც­მე­დი­ე­ბი".

მარ­ტო ვი­ყა­ვი, მე­გო­ბარ­თან სტუმ­რად. მაგ დროს და­ემ­თხვა, რომ რეკ­ლა­მა უნ­დო­დათ. არც და­მი­მა­ლავს, და­მალ­ვა რომ მნდო­მე­ბო­და, სახ­ლის ფონ­ზე გა­და­ვი­ღებ­დი და ისე ჩავ­წერ­დი. ვერ ვხე­დავ ამა­ში პრობ­ლე­მას. 2008 წლის შემ­დეგ, ჩემი ბევ­რი კო­ლე­გა დარ­ბო­და და კონ­ცერ­ტებს ატა­რებ­დნენ, მო­ი­ა­რეს ჩე­ლი­ა­ბინ­სკე­ბი და ჩემი რა გა­საკ­ვი­რია, რეკ­ლა­მა რომ გა­მო­მეგ­ზავ­ნა ვერ ვხვდე­ბი, ლა­მის პუ­ტი­ნი და ზე­ლენ­სკი შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე და მე არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ვი­ყა­ვი, არ მაქვს უფ­ლე­ბა?", - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×