რეზონანსი
29.05.2025

შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები გააქტიურდეს, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

„საჰაერო მიმოსვლის გააქტიურების, მათ შორის პირდაპირი ფრენების საკითხი დგას. ეს პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მისი დაჩქარება საჭირო არ არის“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა.

მისი თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხის ახლავე გადაწყვეტა შესანიშნავი იქნებოდა“.

„ვფიქრობ, მოსკოვსა და თბილისს ერთმანეთის კარგად ესმით. მთავარია, ამ ურთიერთობებს ევროპელებმა ხელი არ შეუშალონ, რომლებიც ახლა ზელენსკის არაგონივრული საქმეების გაკეთებას აიძულებენ. ისინი საქართველოს ხელში ჩაგდებას ცდილობენ“, - აღნიშნა კარასინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×