რეზონანსი
30.05.2025

ეროვნული ბანკი მიჰყვება თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად არ ვამყარებთ ლარს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკი პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისვე თქმით, დღეს ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ კეთილსაიმედოა, შეიძლება, მცირე რყევები, რომლებიც ძირითადად ფსიქოლოგიური ფაქტორებით იყო განპირობებული.

„ეროვნული ბანკი მიყვება თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად არ ვამყარებთ ლარს და ამას ვერც გავაკეთებთ, ისევე, როგორც ვერც ერთი მცირე ზომის ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ის, რაც დღეს ამყარებს ჩვენს ლარს, ეს არის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები, როგორიც არის ძლიერი ეკონომიკური ზრდა, საგარეო ანგარიში. ეს არის შედარებით მცირედით გაუმჯობესებული დეფიციტი და ეს არის საკმაოდ კარგი, ეფექტური მონეტარული პოლიტიკა და მთლიანობაში ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენი მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ნდობა ფინანსური ბაზრის მიმართ გამყარდა, ლარის მიმართ გამყარდა და აქედან გამომდინარე, ეს აისახება ლარზე. ყველაფერი, რაც ხდება საგარეო ბაზრებზე სხვა ვალუტებთან მიმართებით, ესეც აისახება ლარის კურსზე, თუმცა უფრო მეტად ჩვენი საკუთარი ეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები. დღეს ეკონომიკური მდგომარეობა არის საკმაოდ კეთილსაიმედო, რომ შეიძლება, მცირე რყევები იყოს, როგორიც გასულ წელს იყო და ძირითადად ფსიქოლოგიური ფაქტორებით და ბაზრის აღქმებით განპირობებული. მთლიანობაში ეკონომიკური გარემო არის მყარი, არის კეთილსაიმედო და აქედან გამომდინარე, ლარიც მეტ-ნაკლებად უფრო მყარი არის და ეს გაგრძელდება", - განაცხადა თურნავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×