რეზონანსი
30.05.2025

მინდა, რიტორიკული კითხვა დავსვა, გასაგებია, რომ შინდისის ბიჭები ათმაგან გმირები არიან, რადგან ისეთი მხედართმთავრების და დაგეგმარების ხელში იყვნენ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება, - ამის შესახებ შინდისის გმირის, რომან ზოიძის ძმამ, ფრიდონ ზოიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მისი სამხედრო ბრძოლისთვის გამოუცდელი 20 წლის ძმა, რომელსაც ერთთვიანი კურსი ჰქონდა გავლილი, ცხელ წერტილში წაიყვანეს და ცხინვალის შიგნით დაატარებდნენ.

„ჩემი ძმა, 20 წლის ასაკში, ერთთვიანი თუ 70-დღიანი კურსი ჰქონდა გავლილი და აბსოლუტურად გამოუცდელი სამხედრო ბრძოლისთვის, მიჰყავთ ცხელ წერტილში და დაატარებენ ცხინვალის შიგნით. მეთაურები, ბატონი ყურაშვილი, ბატონი ზაზა გოგავა და დანარჩენი ბრიგადის მეთაურები, ბრონირებული ჯიპებით, დაცვით, პისტოლეტებით დადიან, მივლენ შედარებით დაბალი რანგის ოფიცრებთან, დაუსვამენ დავალებას, ისევ გადიან, ისეთ ფონს ქმნიან, ვითომ ვიღაც ურეკავს, ვიღაც ამერიკელი ელაპარაკება, რაღაც სასწაული ხდება. ეს ვარაუდი არ არის, პირადი საუბრებიდან ვიცი, ძალიან ბევრი ვეტერანია, რომლებსაც პირადად ვიცნობ, იმ ომში იყვნენ, გადარჩნენ და ჩამოვიდნენ.

მე მაქვს უფლება, რიტორიკული კითხვა დავსვა და მოვუწოდო შინდისის გმირების დანარჩენ ოჯახებს, გასაგებია, რომ ორმაგად და ათმაგად გმირები არიან, ისეთი მხედართმთავრების და დაგეგმარების ხელში იყვნენ, მაგრამ, ხომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის თავიდან აცილება? რატომ არ არიან ეს ადამიანები თავიანთ ოჯახებში. კითხვები ჩემს მშობლებს აქვთ, როგორ მოხდა, რომ ამდენი ადამიანი ამ 5-დღიან საბრძოლო დაპირისპირებაში გაწირეს და ჩააბეს ომში, იმის გამო, რომ მეტი საკრალური მსხვერპლი სჭირდებოდათ „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებას",- განაცხადა ფრიდონ ზოიძემ.

მისივე თქმით, როდესაც თბილისში „გამარჯვებას" ზეიმობდნენ და კონცერტებს მართავდნენ, „შინდისის გმირები აგვისტოს სიცხეში ეყარნენ, შინდისელ გმირებს მაშინდელმა ხელისუფლებამ არ მიხედა და არ გადმოასვენა, საპატრიარქოს წარმომადგენლები შევიდნენ და გადმოასვენეს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×