რეზონანსი
31.05.2025

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი, უმრავლესობის წევრზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე, მარიამ ლაშხზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტების მიერ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით მიმართვას აქვეყნებს. მისი თქმით, დროა, დასრულდეს დეპუტატის და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა.

“დროა, მავნებლებმა დაასრულოთ დეპუტატ მარიამ ლაშხისა და მისი არასრულწლოვანი შვილების დევნა და მათზე თავდასხმა. გაიმეორებთ?! ისევ იქნება საჩივარი და ის სახდელი თუ სასჯელი, რასაც მოსამართლე გადაწყვეტს. და გული არავის აუჩუყოთ იმით, რომ პატიმრობაში გაგზავნილი თავდამსხმელი პირი თურმე ქალია. თუ რაღაც ახალი ჯიშის ქალია-ადამიანი.

დაეტიეთ ყველა თქვენს ქერქში და ისე გააპროტესტეთ, რისი გაპროტესტებაც გაგიხარდებათ. სხვა ინდივიდის მინდორზე ნუ გადმოდიხართ!” - წერს თეა წულუკიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×