რეზონანსი
31.05.2025

ჩინეთი და რუსეთი როდესაც ერთობლივად საუბრობენ უსაფრთხოების წესრიგის ხელახლა განსაზღვრაზე, ყველანი უკიდურესად შეშფოთებულები უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა განაცხადა.

კაია კალასმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გამართული შეხვედრების დროს ხაზი გაუსვეს რუსეთის ომსა და ჩინეთთან რუსეთის გაღრმავებულ ურთიერთობებს შორის კავშირს.

„ჩინეთი და რუსეთი როდესაც საუბრობენ ერთობლივად ისეთი ცვლილებების განხორციელებაზე, რომლებიც ასი წლის განმავლობაში არ უნახავთ და გლობალური უსაფრთხოების წესრიგის ხელახლა განსაზღვრაზე, ყველანი უკიდურესად შეშფოთებულები უნდა ვიყოთ. ეს ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევაა", - განაცხადა კალასმა შაბათს სინგაპურში გამართულ „შანგრი-ლას დიალოგზე", რომელიც აზიის თავდაცვის, სამხედრო და დიპლომატიური ლიდერების წამყვანი ფორუმია.

კალასის თქმით, უკრაინასთან საბრძოლველად გამოყენებული ორმაგი დანიშნულების საქონლის 80 პროცენტი მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკიდან მოდის.

„თუ ჩინეთი გაწუხებთ, რუსეთზეც უნდა ინერვიულოთ", - აღნიშნა კალასმა.

კალასმა ევროპელ და აზიელ პარტნიორებს მოუწოდა, ერთად იმუშაონ უკანონო ტანკერების ფლოტებთან საბრძოლველად და გადახედონ საზღვაო უსაფრთხოების კანონმდებლობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×