რეზონანსი
31.05.2025

დღეს იქნება ძალიან ემოციური დღე თითოეული ჩვენგანისთვის. ძალიან ვინერვიულებთ და იმედია, რომ საბოლოოდ ყველანი ბედნიერები ვიქნებით, - განუცხადა „ქრონიკას“ გერმანიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, რასაც ხვიჩა კვარაცხელიამ მიაღწია.

„თუნდაც ის ტრანსფერი, როდესაც სულ რამდენიმე თვის წინ გადაწყვიტა, რომ ამ გუნდში გადასულიყო. ზუსტად იცოდა, სად მიდიოდა. კიდევ ერთხელ დაადასტურა, ყოველთვის იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, მას აქვს მიზანი.

დღეს იქნება ძალიან ემოციური დღე თითოეული ჩვენგანისთვის. ძალიან ვინერვიულებთ და იმედია, რომ საბოლოოდ ყველანი ბედნიერები ვიქნებით“, - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×