რეზონანსი
01.06.2025

"ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს წაგვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა" - ასე იხსენებს ერთ-ერთ ქადაგებაში პატრიარქი ილია მეორე თავის ბავშვობას...

ილია (ერისკაცობაში ირაკლი) ღუდუშაურ-შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი სიმონის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია იოსების ასულ კობაიძის მორწმუნე ოჯახში დაიბადა.

გიორგი შიოლაშვილი შვილებს თავიდანვე ეკლესიურ გარემოში ზრდიდა. ოჯახი წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიაში დადიოდა. უკვე ბერად შემდგარ შვილს მამამ სიყვარულითა და მოწიწებით სავსე წერილი გაუგზავნა:

"სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. მოკითხვა და გამარჯვება მამა ილიას, აწ ჩემ შვილს ირაკლისა. ყოვლადშემძლესა ღმერთსა ვსთხოვთ შენს ჯანმრთელად სიცოცხლეს, რომ შენი გული იყოს მუდამ გახარებული. ამაღამ წმინდა ნინოობაა, შეგეწიოს და დაგეხმაროს. ირაკლი, ჩვენი დარდი ნუ გექნება, ჩვენ სუყველანი კარგად ვართ. გიმეორებ, ჩვენ არაფერი გვიჭირს რა, შენ გადი იოლასა, იყავი კარგა, ღმერთი იყოს შენთან მუდამ. ჩვენს წუთისოფელში ცხოვრება სიზმარია. გწერს გაგაი, კიდავ და კიდავ, ღმერთი იყოს შენთანა. მამა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×