რეზონანსი
01.06.2025

"აღწერა მიჭირს. ეს საოცარი შეგრძნებაა, შოკირებული ვარ. ჯერაც ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვდგავარ. თუმცა ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო", - განაცხადა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც პირველი კომენტარი ლეგენდარულ დანიელ მეკარესთან პიტერ შმეიხელთან გააკეთა. შმეიხელი, უეფა-ს ტელევიზიასთან ექსპერტის რანგში თანამშრომლობს.

„მე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ყველაფერს ერთად მივაღწიეთ - კლუბთან და მწვრთნელებთან ერთად“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

კითხვაზე - „როგორ ფიქრობ, რამდენის მიღწევა შეუძლია ამ გუნდს და რამდენ ხანს შეგიძლიათ ამ დომინაციის გაგრძელება?“, - ფეხბურთელმა ასე უპასუხა:

„ვფიქრობ, ეს გუნდი ჩემამდეც იმსახურებდა ჩემპიონობას, მაგრამ ფეხბურთში ხშირად გხვდება რთული მომენტები, რომლებიც უნდა გადალახო. ჩვენ ეს შევძელით. ფინალში „ინტერის“ 5:0 დამარცხება მარტივი არ არის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ოჯახივით ვართ. ყოველთვის ვცდილობთ, ერთმანეთს მაქსიმალურად დავეხმაროთ. მწვრთნელი საოცრად მუშაობს, ყველაფერს იდეალურად გვიხსნის და ჩვენც ვცდილობთ, ეს მოედანზე გადავიტანოთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×