რეზონანსი
01.06.2025

გაბრიელ სიგუა შვეიცარიის თასის მფლობელია - გადამწყვეტ შეხვედრაში „ბაზელი" რანგით მესამე ლიგის „ბიელს" დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა.

შვეიცარიის თასის ფინალში საქართველი ნახევარმცველი „ბაზელის" განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მატჩს „სტად დე სვისმა" (ცნობილი როგორც „ვანკდორფ ბერნი") უმასპინძლა, სადაც 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი და 2008 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები გაიმართა.

„ბაზელი" 37-ე წუთზე დე ფლეიტასის ავტოგოლით დაწინაურდა. „ბიელმა" მე-60 წუთზე ბეიერის მიერ გატანილი პენალტით წონასწორობა აღადგინა.

დარჩენილ დროში „ბაზელმა" სამი ბურთი გაიტანა - თავი შაქირიმ (67 - პენალტი), სოტიჩეკმა (78) და სისემ (80) გამოიჩინეს, „ბაზელმა" კი ჩემპიონობის შემდეგ, შვეიცარიის თასიც მოიპოვა და სეზონი დუბლით დაასრულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×