რეზონანსი
03.06.2025

ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ნიკა მელია და ზურა ჯაფარიძე მოინახულა. როგორც კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი და უფლებადამცველი სოციალურ ქსელში წერს, ორივე დაკავებული პოლიტიკოსი თავს ნორმალურად გრძნობს.

მოკითხვა #314 საკნიდან ნიკასგან და #220 საკნიდან ზურასგან! 

ნორმალურად არიან, ისე, როგორც შეეფერებათ სამშობლოსთვის ბრძოლისთვის დატყვევებულ პატრიოტებს! ", - წერს გვარამია. 

გვარამია რუსთავის ციხეში შესვლამდე განაცხადა, რომ ნიკა მელიასთან საუბარს ახალ ბრალთან დაკავშირებით აპირებდა, ხოლო ზურა ჯაფარიძეს ხვალინდელ პროცესზე, რომელიც ოპოზიციონერ ლიდერ ხვალ 11:00 საათზე აქვს.

დღეს ნიკა უნდა ვნახო, ზურაც. იმედია მოვასწრებ. ახალ ბრალზე მინდა ნიკას დაველაპარაკო და ნიკას ხვალ პროცესი აქვს. დარწმუნებულები ვართ, რომ მალე გამოვლენ და რეჟიმი დამარცხდება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთები მალე შევალთ, მაგრამ არაუშავს. ახლა "ქართული ოცნება" რაც უარესს აკეთებს, მით უკეთესია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ მალე ჩამოვიშორებთ ამ ჭირს. "ქართული ოცნება" თუ არ ჩამოვიშორეთ, რაც არ უნდა ხდებოდეს, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ქვეყანა დაღუპულია.

ზურას პროცესს რაც შეეხება, ვერ მექნება ვერანაირი მოლოდინი. შევხედავ მოსამართლე რას იზამს. ჩვენ ვიცით, რომ რეჟიმი მუშაობს იმაზე, რომ მაქსიმალურად მოახდინოს პოლიტიკური ლიდერების იზოლაცია და ნეიტრალიზაცია ამ გზით, მაგრამ იზოლაცია არ ნიშნავს იმას, რომ ციხდიდან მუშაობა არის შეუძლებელია, არ ნიშნავს იმას, როცა ლიდერი ციხეშია, პარტია ჩამოიშლება. ნუ, ჩვენ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერები ამისთვის მზად ვართ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

შსს-მ მელიას წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით აღიძრა, რაც სასამართლოს უპატივცემულობას გულისხმობს.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალდებას სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×