
მაისში წლიური ინფლაცია 3.5% შეადგინა - ფასების ზრდა ძირითადად სურსათზე, ჯანდაცვაზე და მომსახურებაზე მოდის.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის მაისის წლიური ინფლაციის ამსახველი ანგარიში რამდენიმე სააათის წინ გამოაქვეყნა.
საქსტატის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა იქონია, სადაც ფასები 8.3%-ით გაიზარდა.
ასევე გაძვირდა ჯანდაცვის ჯგუფი, სადაც ფასების წლიური მატება 9%-ია.
ეკონომისტების თქმით, კი საქართველოში ცხოვრება იმაზე ძირია, ვიდრე ეს საქსტატის მონაცემებშია და ხალხს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ყოველდღიურად სულ უფრო მეტის გადახდა უწევთ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე პირდაპირ ამბობს, რომ "ოლიგარქია არის სიღარიბისა და ძვირი ცხოვრების" მთავარი მიზეზი.
თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ქალაქი ევროპაში. თბილისში უფრო ძვირია ცხოვრება, იქნება ეს პროდუქტი, თუ ტრანსპორტი, ვიდრე გაცილებით უფრო მდიდარ ევროპულ ქალაქებში. ყველა დარგში არის კარტერული გარიგება, ყველა დარგში არის მონოპოლია. "ქართული ოცნების" ოლიგარქიულ რეჟიმთან დაახლოებული ბიზნესმენი მართავენ ყველა პროცეს და შესაბამისად, სადაც არ არის კონკურენცია, სადაც არ არის კანონმდებლობა, მომხმარებელი არ არის დაცული იქ ჩვენ გვხვდება ერთი და იგივე სურათი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ოლიგარქია არის ჩვენი სიღარიბის საფუძველი, ოლიგარქია არის ძვირი ცხოვრების საფუძველი", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.