რეზონანსი
04.06.2025

გიორგი გაბიტაშვილი, რომელიც გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოზიციაზე წარადგინა. ახლა უკვე დაიწყება საპარლამენტო პროცედურები გენერალური აუდიტორის არჩევისთვის.

„მივიღე გადაწყვეტილება, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. გიორგი გაბიტაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სისტემაში. 2013 წლიდან იკავებდა გენერალური პროკურორის მოადგილის თანმდებობას, ხოლო 2024 წლიდან – გენერალური პროკურორის თანამდებობას. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მისი არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოთ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი. ახლა უკვე დავიწყებთ საპარლამენტო პროცედურებს გენერალური აუდიტორის არჩევისთვის. რაც მომავლ კვირას პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×