
"კონსოლიდაცია უნდა მოხდეს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, თვითმმართველობის არჩევნებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი შეფასებით, "რთულ ბრძოლაში", რომელშიც ახლა ქართველი ხალხი იმყოფება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ საზოგადოება გაერთიანდეს და ერთმანეთთან კოორდინაცია იქონიონ.
როცა არჩევნებზე არის საუბარი, საუბარია იმაზე, რომ ინსტიტუტებმა შეიძლება იდეალურად არ იმუშაონ, მაგრამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები მნიშვნელოვანია, სადამკვირვებლო მისია მნიშვნელოვანია და დამოუკიდებელი მედია მნიშვნელოვანია, მათ შორის ოპოზიციაც. ოპოზიციამაც ხომ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ყველა თუ ციხეში იქნება, რანაირი არჩევნები იქნება. რაც შეეხება გაერთიანებას, ამაზე ყველა საუბრობს და გამოცდილება აჩვენებს, რომ არამხოლოდ ოპოზიციური პარტიების, არამედ მთლიანად საზოგადოების გაერთიანებაა საჭირო, როდესაც ასეთ რთულ ბრძოლაში ხარ. ახლა, როგორ გავერანდებით, ეგ უკვე ჩვენი საქმეა, მაგრამ ის, რომ კონსოლიდაცია უნდა მოხდეს, გაერთიანება უნდა მოხდეს და კოორდინაცია უნდა მოხდეს, ეს არის მნიშვნელოვანი და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ", - ამბობს ეკა გიგაური.