რეზონანსი
04.06.2025

"ასეთი მკაცრი ანგარიში ევროპარლამენტის მხრიდან არ მახსენდება" - ასე აფასებს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გია ჯაფარიძე ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის სხდომაზე მხარდაჭერილი დოკუმენტს, სადაც ივანიშვილის ხელისუფლების დასანქცირებაა მოთხოვნილი. 

გია ჯაფარიძის შეფასებით, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში ქვეყანა "ბრუტალური ავტოკრატიისკენ" მიექანება. 

მე არ მახსენდება ასეთი მკაცრი რეზოლუცია, ასეთი მკაცრი შინაარსის ანგარიში ევროპის პარლამენტის მხრიდან. ჩვენ მივდივართ ბრუტალური ავტოკრატიისკენ და კარგი იქნება, თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები უკვე დროულად შენიშნავენ, რომ ჩვენი სახელწიფო ატარებს ტოტალიტარული მმართველობის ნიშნებსაც. ბევრი ნიშანი ტოტალიტარიზმის არის უკვე სახეზე. ავტოკრატია დიდი ხანია არის, ავტორიტარული მმართველობის ნიშნები უკვე დიდი ხანია არის. 

ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ევროპის არცერთი სხვა სტრუქტურა, ევროპული კომისია ამ ანგარიშს გვერდს ვერ აუვლის. უკვე თავის მომავალ გადაწყვეტილებაში იძულებული იქნება, რომ ეს ანგარიში გაითვალისწინოს თავის ქმედებებში და გადაწყვეტილებებში. ამ ანგარიშში "ქართული ოცნების" მიმართ კრიტიკულები იყვნენ ევროპის პარლამენტის ის წევრებიც და ფრაქციებიც, რომლებიც მანამდე "ქართულ ოცნებას" მხარს უჭერდნენ", - ამბობს გია ჯაფარიძე. 

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×