რეზონანსი
05.06.2025

ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გადატვირთვას ელის.

„წარმატებები მინდა ვუსურვე პენსიაზე, მაგრამ მგონია, რომ ის მისია, რაც მას ჰქონდა და ზოგადად ელჩებს აქვთ, არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების გაჯანსაღება, გაუგებრობის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, მან ეს ვერ შეძლო. დაველოდებით ახალ ელჩს და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამთავრობო მესიჯი, რაც არის რომ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დაწყება, ძალაშია. ასე რომ, ველოდებით სწორედ ამ გადატვირთვის პოლიტიკას“, - განაცხადა ზარქუამ.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მან პენსიაზე გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×