რეზონანსი
06.06.2025

საოცარი წასვლა იყო, ამ მხრივ ბევრი კითხვა არსებობს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან საქართველოში ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებას.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა, რისთვისაც მზაობა ორმხრივი უნდა იყოს.

„საოცარი წასვლა იყო. ბევრი კითხვა არსებობს მის ამგვარ წასვლასთან დაკავშირებით. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის. ჩვენთვის მთავარია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა, ეს კი ორმხრივი უნდა იყოს. აღნიშნულ პროცესში არსებობდნენ ადამიანები, ვინც ხელს უშლიდნენ, არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ ადმინისტრაციას, თეთრზე შავს ამბობდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი. პრეზიდენტ ტრამპს აქვს პრიორიტეტები დასახული - „დიფ სთეითის“ დამარცხება, ომის დასრულება, რასაც მივესალმებით და ვგულშემატკივრობთ მას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×