რეზონანსი
07.06.2025

ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი 70-ზე მეტი პირი დაიღუპა, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელმა, ოლეგ ბარციცმა, რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ბარციცის თქმით, როდესაც რუსეთი ბრძოლას აწარმოებს, აფხაზეთი საქმით და არა სიტყვით დგას მის გვერდით და აფხაზეთიდან მოხალისეები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში იბრძვიან.

ოლეგ ბარციცმა აღნიშნა, რომ საომარ ზონაში მუშაობენ მოხალისეები, აფხაზეთიდან ჩასული ჟურნალისტები და ექიმები, რომლებიც დაჭრილებს ეხმარებიან.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ თავად იმყოფებოდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ჰუმანიტარული მისიით. ამასთან, ბარციცი 6 ივნისს რუსეთში ჩავიდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×