რეზონანსი
07.06.2025

პირველად საქართველოს ისტორიაში, ბათუმი ევროპის ღია თასს ,,დრაგონ ბოათში" მასპინძლობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

საერთაშორისო დონის სპორტულ შეჯიბრებაში 27 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობს.

ტურნირი ბათუმში, ნურის ტბაზე, საქართველოს სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება. შეჯიბრება ხელს შეუწყობს ,,დრაგონ ბოათის", როგორც გუნდური და სანახაობრივი სპორტის პოპულარიზაციას საქართველოში და ახალ შესაძლებლობებს შექმნის როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ასევე მოყვარულებისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×