რეზონანსი
07.06.2025

ეს არის აბსურდი, ჩვეულებრივი ჭორაობა. თუ მტკიცებულებები ვერ იქნება წარმოდგენილი, ვიტოვებთ უფლებას, ამას ვუწოდოთ მტკნარი სიცრუე, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

დეპუტატი ევროპარლამენტის წევრის ნაჩო სანჩესის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეუძლიათ სანქცირებულთა სიიდან საკუთარი თავის ამოშლა.

„სამწუხაროდ, ეს კარგად ნაცნობი სპექტაკლებიდანაა, რომელიც თამაშდება ხოლმე, ერთი მხრივ, გარე პატრონებს და, მეორე მხრივ, აქაურ რადიკალურ ჯგუფებსა და მათ პროპაგანდისტულ ე.წ. მედიას შორის. ეს არის აბსურდი, ჩვეულებრივი ჭორაობა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუკი მტკიცებულებები ვერ იქნება წარმოდგენილი, ვიტოვებთ უფლებას, ამას ვუწოდოთ მტკნარი სიცრუე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×