რეზონანსი
07.06.2025

ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 80-დან 90 მლნ ევრომდე გაიზარდა, რაც მის კარიერაში სარეკორდო მაჩვენებელია.

ამ მონაცემით, ქართველი შემტევი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების საუკეთესო ოცეულშია და მე-20 ადგილს ხულიან ალვარესთან, უსმან დემბელესთან, დეზირე დუესთან და მოიზეს კაისედოსთან ერთად იყოფს.

გთავაზობთ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირად შეფასებულ ფეხბურთელს, Transfermarkt-ის განახლებული მონაცემების მიხედვით:

ვინისიუს ჟუნიორი, 24 წლის („რეალი“) - 200 მლნ ევრო

ლამინე იამალი, 17 წლის („ბარსელონა“) – 180 მლნ ევრო

ჯუდ ბელინგემი, 21 წლის („რეალი“) – 180 მლნ ევრო

ერლინგ ჰოლანდი, 24 წლის („მანჩესტერ სიტი“) – 180 მლნ ევრო

კილიან მბაპე, 26 წლის („რეალი“) – 170 მლნ ევრო

ბუკაიო საკა, 23 წლის („არსენალი“) – 150 მლნ ევრო

ფლორიან უირტცი, 22 წლის („ლევერკუზენი“) – 140 მლნ ევრო

ჯამალ მუსიალა, 22 წლის („ბაიერნი“) – 140 მლნ ევრო

ფედერიკო ვალვერდე, 26 წლის („რეალი“) – 130 მლნ ევრო

პედრი, 22 წლის („ბარსელონა“) – 120 მლნ ევრო

კოულ პალმერი, 23 წლის („ჩელსი“) – 120 მლნ ევრო

დეკლან რაისი, 26 წლის („არსენალი“) – 120 მლნ ევრო

ალექსანდრ ისაკი, 25 წლის („ნიუკასლი“) – 120 მლნ ევრო

როდრი, 28 წლის („მანჩესტერ სიტი“) – 110 მლნ ევრო

მაიკლ ოლისე, 23 წლის („ბაიერნი“) – 100 მლნ ევრო

ალექსის მაკკალისტერი, 26 წლის („ლივერპული“) – 100 მლნ ევრო

როდრიგო, 24 წლის („რეალი“) – 100 მლნ ევრო

ფილ ფოდენი, 25 წლის („მანჩესტერ სიტი“) – 100 მლნ ევრო

ლაუტარო მარტინესი, 27 წლის („ინტერი“) – 95 მლნ ევრო

ხვიჩა კვარაცხელია, 24 წლის (პსჟ) – 90 მლნ ევრო

დეზირე დუე, 20 წლის (პსჟ) – 90 მლნ ევრო

უსმან დემბელე, 28 წლის (პსჟ) – 90 მლნ ევრო

ხულიან ალვარესი, 25 წლის („ატლეტიკო“) – 90 მლნ ევრო

როგორც ხედავთ, ოცეულის ყველაზე ასაკოვანი წევრები როდრი და უსმან დემბელე არიან, რომელთა ასაკი 28-28 წელია, ხოლო ყველაზე მცირეწლოვანი - 17 წლის ლამინე იამალი.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის რიგებში იანვარში გადავიდა და პირველსავე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატი, ქვეყნის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

პსჟ, ევროპული ფეხბურთის ისტორიაში, მე-9 გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში სამივე ამ ტურნირის მოგება და ე.წ. „ტრებლის“ შესრულება შეძლო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×