რეზონანსი
08.06.2025

ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს სალვადორის საკანონმდებლო ორგანოს მიერ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების გამო.

ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს კანონმდებლობა ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებებს, რომლებიც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესაბამისად აკისრია სალვადორს.

"აღნიშნული კანონმდებლობა საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შესაძლებლობას, რაც აუცილებელია მათი ფუნქციონირებისთვის და მნიშვნელოვანია ჯანსაღი დემოკრატიისთვის.

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს ადამიანის უფლებათა დამცველთა წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული დაკავებების გამო და სალვადორის ხელისუფლებისგან მოელის, რომ დაცული იქნება დაკავებულთა ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასევე უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი კვლავაც ერთგულია სალვადორის ეკონომიკური და სოციალური განვითარების მიმართ, ახალი კანონმდებლობა უცხოელ აგენტებთან დაკავშირებით და სამოქალაქო საზოგადოებისთვის სამოქმედო სივრცის შემცირება საფრთხეს უქმნის ამ განვითარებას, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს ევროკავშირისა და სალვადორის თანამშრომლობაზე", - წერია ევროკავშირის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×