
ნუცა ბუზალაძეს ხელი მისმა მუსიკალურმა აგენტმა - დარენ პრინცმა სთხოვა. 55 წლის დარენ პრინცი ოცდაათი წელია შოუბიზნესში მოღვაწეობს და აქვს თავისი მარკეტინგ ჯგუფი. არის საკმაოდ წარმატებული მუსიკალური და სპორტული აგენტი. უამრავ ვარსკვლავთან უთანამშრომლია. ცხოვრობს ლოს-ანჯელესში.
ქართველი მომღერლის ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლის მიზეზიც უკვე ნათელი გახდა. ამას ამერიკელი აგენტიც ადასტურებს. როგორც დარენი სოციალურ ქსელში წერს, მათ შორის ურთიერთობა, სწორედ ნუცას ლოს-ანჯელესში გადასვლის შემდეგ გაღრმავდა.
"როცა ლოს-ანჯელესში გადავედი, ჩვენი ურთიერთობა სულ სხვა დონეზე ავიდა. მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები მის მიმართ მხოლოდ პროფესიული აღარ იყო, ეს იყო ნამდვილი სიყვარული.
ხშირად ვლოცულობდი და ვთხოვდი უფალს, რომ გამოეგზავნა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც ჩემს ღირებულებებს დააფასებდა, რომელიც სიგიჟემდე შემიყვარებდა, რომელიც ყოველ დღე დედოფლად მაგრძნობინებდა თავს, გულით გამაცინებდა და თავს ყველაზე იღბლიან ქალად მაგრძნობინებდა და ღმერთმა ნამდვილად გამომიგზავნა ასეთი ადამიანი" - დაწერა ნუცამ "ფეისბუქზე".
დარენმა კი, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ნუცას, რომ ხელის თხოვნაზე დადებითად უპასუხა.
"წელს, როდესაც შენ გადაწყვიტე ლოს-ანჯელესში კარიერის გასაგრძელებლად გადმოსვლა, არცერთი ჩვენგანი არ მოელოდა იმას, რა მდგომარეობაშიც ახლა ვართ. ორივე ჩვენ-ჩვენი პიროვნული განვითარების რუტინით ვიყავით გართული და შენ ჩემიც დაამატე შენსას. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენს შორის პასუხისმგებლობისა და სიყვარულის სიხშირის ნელ-ნელა ამოქმედება.
შენ უზარმაზარი გული და თავდაუზოგავი შრომის ეთიკა გაქვს, ყოველთვის ბედნიერი და ერთგული ხარ. გადამდები ენერგიით ანათებ ყველა ოთახს, რომელშიც კი შედიხარ. მაიძულებ, ყველანაირად უკეთესი ვიყო და ჩემთვის, შენს გვერდით ყოფნა, როგორც შენი დამცველისა და პროფესიული ხელმძღვანელისა, პრივილეგიაა.
მადლობა, რომ თქვი - კი", - დაწერა დარენმა.
დარენ პრინსი არის ცნობილი სპორტისა და შოუ-ბიზნეს აგენტი — Magic Johnson‑ის, Hulk Hogan‑ის, Larry Bird‑ის და სხვათა წარმომადგენელი; “Aiming High” წიგნის ავტორი და ადვოკატი ნარკოდამოკიდებულების პრობლემებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში. ის თავადაც თვითონაც იყო დამოკიდებული, თუმცა 14 წელზე მეტია განიკურნა და აქტიურად ეხმარება სხვებს ამ გზაზე.
დარენ პრინსი ხელმძღვანელობს Prince Marketing Group‑ს (PMG) - სპორტისა და შოუ-ბიზნესის სააგენტოს, რომელიც 25 წელზე მეტია, ქმნის მულტიმილიონიან კონტრაქტებს. PMG‑მა 500 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების გარიგება გააფორმა სელებრითებთან და მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე