
9 ივნისს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.
ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა თავად კოტე იოსელიანმა.
„რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მითუმეტეს რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას.
რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტი-ქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი!" - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ ამ თემაზე კოტე იოსელიანმა ბოდიში 2018 წელსაც მოიხადა, თუმცა მაშინ არავის უთქვამს, რომ ბოკუჩავას ქმარს ბოდიშის მოხდა დააძალეს.