რეზონანსი
09.06.2025

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ლიდერობის მოსაპოვებლად ებრძვიან.

მისი განცხადებით, მათი დაპირისირება "გიჟების დოღს" გავს.

"ამ უსამშობლოებში, ლუზერებში მიდის ბრძოლა ლიდერობაზე. ელოდებიან ვინ გახდება ლიდერი. გახსოვთ თქვენ მზეთუნახავი ბელადი რომ არის გამოკეტილი და იქიდან არაფერს ელოდებიან. ეტყობა ის ჩაეხსნა კონკურსს. ახლა აქ რამდენიმეა, თვითმარქვია პრეზიდენტი სალომე, მეორე, მობილურით რომ ატარებს არჩევნებს, ბურჭულაძე და ეს მრავალი კილომეტრი რომ აქვს გავლილი - ხაზარაძე. ამათ შორის, მე მგონი ხაზარაძეს ეკუთვნის ახლა, რადგან ჯარიმების რაღაც ნაწილსაც ეს იხდის და ეტყობა მერე დაიღალა. არაფერი, გიჟების დოღია. აქ ჩვენ რა უნდა ვთქვათ, არაფერი. მიიღებენ მონაწილეობას, მათთვის არის ვაი, არ მიიღებენ და კიდე უი. ჩემი აზრით, ერთადერთი მცდელობა აქვთ, რომ ისევ და ისევ ქაოსი და დაძაბულობა შექმნან აქ ოქტომბრის თვეში", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×