
გიორგი გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ გახარია-საქართველოსთვის" მზად არის, შეუერთდეს განხილვას მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ.
ბექა ლილუაშვილის თქმით, თუ პარტიები არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით შეთანხმებას შეძლებენ, „ეს იქნება პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება“.
ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობაზე მსჯელობის ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია.
თუ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიხარდება. ეს იქნება სწორი, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას. დღეს ჩვენი შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
ცნობისთვის, გიორგი გახარიამ პარტიის ყრილობაზე თქვა, რომ ემზადებიან ნებისმიერი შემდეგი არჩევნებისთვის.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა/ არმონაწილეობის საკითხზე დიდკუსიის გახსნას ემხრობა "ლელო-ძლიერი საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.