რეზონანსი
10.06.2025

მსახიობ გია ფერაძის ვაჟმა, გიორგი ფერაძე უმცროსმა იქორწინა. მისი რჩეული ქსენია ბეზუგლოვაა. ხელი ქსენიას ერთი წლის წინ სთხოვა. ერთად ცხოვრება კი წყვილმა ახლა გადაწყვიტა.

„ავდექით და ვიქორწინეთ” – დაწერა მსახიობმა და ქორწინების ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

„ჩვენი პირველი შეხვედრის დღიდან მე ზუსტად ვიცოდი, რომ ის სწორედ ის იქნებოდა, ვისაც ხელს ვთხოვდი. მადლობა ყველას, ვინც გვერდით გვყავდა“, – წერდა მაშინ გიორგი ფერაძე. 

ქსენიასთვის ეს მეორე ქორწინებაა. მას სამი შვილი ჰყავს.

გიორგი ფერაძე რუსეთში ცხოვრობს. ქართველმა მაყურებელმა ის რამდენიმე წლის წინ პროექტიდან „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაიცნო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×