რეზონანსი
11.06.2025

ორთვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 123-ე შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მხარეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს.

წინა შეხვედრიდან დღემდე ადგილი ჰქონდა ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებთან. რუსი სამხედროების მიერ განახლდა რკინის ღობეები და მავთულხლართები. ამასთან, ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ათი მოქალაქე რჩება. ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს.

„წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირდა უკანონო დაკავების ხუთი ფაქტი და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შვიდი ფაქტი. დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს ათი მოქალაქე რჩება. დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა კვლავ იქნება პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება. შევეხებით ყველა მომხდარ ინციდენტს. ბორდერიზაციის პროცესმა მოიცვა ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტები - დვანი, ავლევი, ატოცი და ღოღეთი, ასევე ერგნეთი და დიცი. ამ სოფლებში ხელოვნური უკანონო ბარიერების აღმართვა მოხდა, ასევე გაკეთდა ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები. უმეტეს შემთხვევებში, ეს არის ძველი, უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის განახლება", - განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×