რეზონანსი
11.06.2025

მარ­ტვილ­ში სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვის ამ­ბავ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ა­ხა­რა. ცნო­ბი­ლია, რომ 6 წლის ბავ­შვს ფეხი და­უ­ცურ­და (ქვე­მო ხუნ­წი) და ცხე­ნის­წყალ­ში გა­და­ვარ­და.

სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში მაშ­ვე­ლებ­თან ერ­თად, მო­სახ­ლე­ო­ბად ჩა­ერ­თო. ძებ­ნა-შვე­ლის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მყი­სი­ე­რად ჩა­ერ­თო 50-მდე მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლი, წყალ­ზე სა­მაშ­ვე­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და მყვინ­თავ­თა ჯგუ­ფი, რის შე­დე­გა­დაც, მდი­ნა­რე­ში ჩა­ვარ­დნის ად­გი­ლი­დან 500 მეტ­რის მო­შო­რე­ბით, ნა­­ხეს ბავ­შვი, რო­მე­ლიც ნა­პირ­ზე უვ­ნებ­ლად გა­მოიყ­ვა­ნეს.

მომხდარის შესახებ "კვირის პალიტრასთან" სოფელ ხუნწის წარმომადგენელმა ისაუბრა:

„მთელი სოფელი და ჩვენთან ერთად 50 მაშველი გულგაპობილი ეძებდა ბავშვს, სრული ხუთი საათის განმავლობაში. მით უფრო, რომ მდინარე ახლა ადიდებულია, განსაკუთრებით იმ ადგილას ტრიალებს წყალი, სადაც ბავშვი წაიღო. სრულიად წარმოუდგენლად აღსაწერია ის სიხარული, რაც ხალხმა მაშინ განიცადა, როცა ბავშვი ცოცხალი ნახა. ბევრმა თქვა, ემოციებისგან კინაღამ ჩავიკეცე, როცა ბავშვი დავინახეო.

როგორც მითხრეს, დანი და მეზობლის ბავშვი, ასევე მცირეწლოვანი, საღამოს უფროსების გაუფრთხილებლად გასულან სახლიდან, მდინარეზე. ლამის წუთებში მოხდა ყველაფერი, თორემ, როგორც ვიცი, ბავშვები მაშინვე მოიკითხეს და დაუძახეს, მაგრამ ხელში მარტო დანის მეგობარი შერჩათ, რომელიც იმდენად შეშინებული და შეძრწუნებული იყო, წესიერად ვერც ათქმევინეს, რა მოხდა და როგორ მოხდა. ბოლოს მამამ ბავშვი მდინარეზე გაიყვანა, მოფერებით და დაყვავებით აჩვენებინა ის ადგილი, საიდანაც ბავშვი წყალმა წაიღო. ალბათ, ფეხი დაუცდა მდინარის ნაპირას.

ბავშვი იმდენად შეშინებული და დადუმებული იყო, ვერაფერს ამბობდა. მდინარეზე რომ გაიყვანეს, მაშინ მიუთითა ის ადგილი, საიდანაც დანი წყალმა წაიღო. ეს იყო, დაახლოებით, საღამოს 7 საათი. ამის შემდეგ ბავშვის ოჯახმა, სოფელმა და მთელი რეგიონის მაშველებმა დაიწყეს ძებნა. რამდენიმე ათეული მაშველი ეძებდა. სოფელი, თავისთავად ეძებდა, თითქმის ყველა მცხოვრები, ვისაც კი სიარული შეეძლო.

სიბნელეში ჩანდა, რომ მაშველები მდინარის ორივე ნაპირზე გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ და ასე ეძებდნენ.

ბოლოს ისევ ხუნწის მცხოვრებმა იპოვა, წყალში ჩავარდნის ადგილიდან, დაახლოებით, ნახევარი კილომეტრის დაშორებით - სოფელ ხუნწიდან სამი სოფლის იქით, სოფელ ლეხაინდრაოსთან. იმ ადგილას მდინარე რაღაც კუნძულის მსგავსს ქმნის და იქ იყო... ძეძვზე ჩამოკიდებული.

მიწიერი ძალების გარდა, ხომ არის ზეციური ძალა, რომელიც ყველაფერს მართავს. მგონია, ბავშვის გადარჩენაში ამ ძალამ ითამაშა მთავარი როლი, ამის გარდა - გადარჩენის ინსტინქტმა და თავად დანიმაც.

საბედნიეროდ, ჯანმრთელი, ფიზიკურად ძლიერი ბავშვია. მადლობა განგებას, რომ მისი გადარჩენის წყალობა მოგვცა. პირველ რიგში, მის მშობლებს შეუცვალა განსაცდელი სიხარულად, მერე კი ჩვენ, ყველას. თავად ჩვენმა ბიჭმა, დაე, მრავალი წელი იცხოვროს და იხაროს ასე იღბლიანად", - განაცხადა მან.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×