
ძმები ჭოხონელიძეების მწვავე მიმართვის შემდეგ, ნანული ჟორჟოლიანმა არა დაახანა და მომღერლებს პასუხი დაუბრუნა:
"უი, ახლა მომწერეს, რომ თვითონ ნატო გელაშვილიც მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს. დაახლოებით სამი წელი ყოფილა ეს თანამშრომლობა.
ამდენი ხანია ვფიქრობ რომელ გზაზე საუბრობენ ჭოხონელიძეები. სად მიმყავდა ისინი?! ჯერ ვიფიქრე რომ პოლიტიკურ არჩევანს მიწუნებენ. მაგრამ რანაირად, ნატოს მეუღლე ხომ 2012 წლის ბოლო დღემდე ბაჩო ახალაიას უახლოესი თანამებრძოლი და გუნდის წევრი იყო.
შესაბამისად, ეს ვერსია გამოვრიცხე. ევროპული გზაც არ უნდა დაეწუნებინათ. სიმღერა მე არ მინდა. პატიმრებზე ერთი ფიქრი გვქონია. ჯობია აღარ ვიფიქრო ამ ამბავზე. მაინც ვერ ჩავწვდები", - დაწერა ნანუკამ.
ცნობისთვის, ნატო გელაშვილი 24 წლის ასაკში დაქორწინდა გელა ჭოხონელიძეზე, რომელიც მისი პირველი ქმარი და შვილების მამაა.
მოგვიანებით, ნატო გელაშვილის ცხოვრებაში ვახო გორგაძე გამოჩნდა. მომღერალი აღნიშნავს, რომ მეორედ ოჯახის შექმნის ეშინოდა, მაგრამ ვახოს სიყვარულმა ეს ნაბიჯი გადაადგმევინა (ცნობისთვის, ნანუკა ჟორჟოლიანი თავის პოსტში ვახო გორგაძეს გულისხმობს).
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე