
ბოლო დღეებში მომღერალი ნატო გელაშვილი და მისი ვაჟები, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. კრიტიკა მათ მიმართ მას შემდეგ დაიწყო, რაც მონაწილეობა მიიღეს კონცერტში იმ დღეს, როდესაც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამის შემდეგ ჭოხონელიძეებსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის მწვავე მიმართვების გაცვლა-გამოცვლა დაიწყო. ბოლოს ჟურნალისტმა ნატო გელაშვილსაც გაიხსენა ძველი ამბები, როდესაც მომღერლის მეორე მეუღლე ბაჩო ახალაიას გუნდის წევრად ითვლებოდა, ხოლო თავად ნატო გელაშვილი თავდაცვის სამინისტროში მუშოაბდა.
"ამბები" ნატო გელაშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:
"ეს არ არის სკანდალი, ღმერთმა დამიფაროს ამისგან. კიდევ გეუბნებით, ნურასოდეს ჩაერევიან ჩემს ოჯახში იმიტომ, რომ არასოდეს ვერევი სხვის ოჯახში. ამიტომ თუ ოდესმე ვიღაცა ჩაერია, პასუხიც ეგ არის. როცა ადამიანს არასწორად აყენებ შეურაცხყოფას, თავის დროზე, დაუმსახურებლად, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ ჰქონია და უბრალოდ თავისი აზრი დააფიქსირა, მიუყრი ყვავებს საჯიჯგნად, რომ ბოლომდე კორტნონ, ცხოვრებაში მერე ხდება ისე, რომ შვილებს ამახსოვრდებათ ტკივილი.
საერთოდ, ოჯახს ერთმანეთის ტკივილი ამახსოვრდება, მით უმეტეს უდანაშაულო და დაუმსახურებელი ტკივილი. როცა იმსახურებ, ეს კიდევ მესმის.
ადამიანი ცხოვრობ - ან იქ მუშაობ, ან აქ. გააჩნია - რომ მუშაობ რას აშავებ, ან რას აკეთებ. მე როდესაც თავდაცვაში ვმუშაობდი დაღუპული მეომრის შვილები მებარა, ძალიან ბევრი სიკეთე მაქვს გაკეთებული და ბედნიერი ვარ, რომ ოდესღაც ამის საშუალება მომეცა. კიდევ გეუბნებით, არავის ვეხები და თუ ჩემმა შვილებმა რაღაცა თავისი გულისტკივილი თქვეს, არის ამის საფუძველი, იმიტომ რომ ჩემს ოჯახს ძალიან ატკინეს და ძალიან დაუმსახურებლად, ადამიანებმა ვისაც ერქვათ მეგობრები და ახლობლები. შეიძლება ყოველდღიური ფიზიკური შეხება არავისთან არ მაქვს, მაგრამ თუკი რამე დასჭირვებია ვინმეს, ჩვენგან უარი არ მიუღიათ. მიუხედავად მრწამსისა და შეხედულებისა. მე და პოლიტიკა ყოველთვის შორს ვართ, მე ვაკეთებ ჩემს საქმეს, რაც მე მეხება. ერთი რჩევა იქნება დაუმსახურებლად ნურავის ჩაუგდებენ საჯიჯგნად, შვილებს თუ შვილიშვილებს, ეს გენეტიკაა, უნდათ თუ არ უნდათ, ამახსოვრდებათ", - განაცხადა მომღერალმა.
ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე