რეზონანსი
16.06.2025

ბოლო დღე­ებ­ში მომ­ღე­რა­ლი ნატო გე­ლაშ­ვი­ლი და მისი ვა­ჟე­ბი, ლუკა და გი­ორ­გი ჭო­ხო­ნე­ლი­ძე­ე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცნენ. კრი­ტი­კა მათ მი­მართ მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს კონ­ცერ­ტში იმ დღეს, რო­დე­საც პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბულ მათე დე­ვი­ძეს სა­სა­მარ­თლომ 4 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

ამის შემდეგ ჭოხონელიძეებსა და ნანუკა ჟორჟოლიანს შორის მწვავე მიმართვების გაცვლა-გამოცვლა დაიწყო. ბოლოს ჟურნალისტმა ნატო გელაშვილსაც გაიხსენა ძველი ამბები, როდესაც მომღერლის მეორე მეუღლე ბაჩო ახალაიას გუნდის წევრად ითვლებოდა, ხოლო თავად ნატო გელაშვილი თავდაცვის სამინისტროში მუშოაბდა.

"ამბები" ნატო გე­ლაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და და კომენტარი სთხოვა:

"ეს არ არის სკან­და­ლი, ღმერ­თმა და­მი­ფა­როს ამის­გან. კი­დევ გე­უბ­ნე­ბით, ნუ­რა­სო­დეს ჩა­ე­რე­ვი­ან ჩემს ოჯახ­ში იმი­ტომ, რომ არა­სო­დეს ვე­რე­ვი სხვის ოჯახ­ში. ამი­ტომ თუ ოდეს­მე ვი­ღა­ცა ჩა­ე­რია, პა­სუ­ხიც ეგ არის. როცა ადა­მი­ანს არას­წო­რად აყე­ნებ შე­უ­რა­ცხყო­ფას, თა­ვის დრო­ზე, და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია და უბ­რა­ლოდ თა­ვი­სი აზრი და­ა­ფიქ­სი­რა, მი­უყ­რი ყვა­ვებს სა­ჯიჯგნად, რომ ბო­ლომ­დე კორტნონ, ცხოვ­რე­ბა­ში მერე ხდე­ბა ისე, რომ შვი­ლებს ამახ­სოვ­რდე­ბათ ტკი­ვი­ლი.

სა­ერ­თოდ, ოჯახს ერ­თმა­ნე­თის ტკი­ვი­ლი ამახ­სოვ­რდე­ბა, მი­თ უ­მე­ტეს უდა­ნა­შა­უ­ლო და და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი. როცა იმ­სა­ხუ­რებ, ეს კი­დევ მეს­მის.

ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ - ან იქ მუ­შა­ობ, ან აქ. გა­აჩ­ნია - რომ მუ­შა­ობ რას აშა­ვებ, ან რას აკე­თებ. მე რო­დე­საც თავ­დაც­ვა­ში ვმუ­შა­ობ­დი და­ღუ­პუ­ლი მე­ომ­რის შვი­ლე­ბი მე­ბა­რა, ძა­ლი­ან ბევ­რი სი­კე­თე მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ოდეს­ღაც ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­მე­ცა. კი­დევ გე­უბ­ნე­ბით, არა­ვის ვე­ხე­ბი და თუ ჩემ­მა შვი­ლებ­მა რა­ღა­ცა თა­ვი­სი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი თქვეს, არის ამის სა­ფუძ­ვე­ლი, იმი­ტომ რომ ჩემს ოჯახს ძა­ლი­ან ატ­კი­ნეს და ძა­ლი­ან და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად, ადა­მი­ა­ნებ­მა ვი­საც ერ­ქვათ მე­გობ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი ფი­ზი­კუ­რი შე­ხე­ბა არა­ვის­თან არ მაქვს, მაგ­რამ თუკი რამე დას­ჭირ­ვე­ბია ვინ­მეს, ჩვენ­გან უარი არ მი­უ­ღი­ათ. მი­უ­ხე­და­ვად მრწამ­სი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა. მე და პო­ლი­ტი­კა ყო­ველ­თვის შორს ვართ, მე ვა­კე­თებ ჩემს საქ­მეს, რაც მე მე­ხე­ბა. ერთი რჩე­ვა იქ­ნე­ბა და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად ნუ­რა­ვის ჩა­უგ­დე­ბენ სა­ჯიჯგნად, შვი­ლებს თუ შვი­ლიშ­ვი­ლებს, ეს გე­ნე­ტი­კაა, უნ­დათ თუ არ უნ­დათ, ამახ­სოვ­რდე­ბათ", - განაცხადა მომღერალმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×