რეზონანსი
17.06.2025

 "ჩემთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე, გზის გაყვანის საჭიროებაზე" - მაია ცქიტიშვილი

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მაია ცქი­ტიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში მას ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც ჩორ­ჩა­ნას სა­გუ­შა­გოს გან­თავ­სე­ბის, ასე­ვე, გზის გაყ­ვა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბის შე­სა­ხებ.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ცქი­ტიშ­ვილ­მა გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­კი­თხვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­ა­კე­თა.

ცქი­ტიშ­ვი­ლის თქმით, ჯერ კი­დევ 2019 წლის და­სა­წყი­სი­დან და­წყე­ბუ­ლი იყო მსჯე­ლო­ბა ჩორ­ჩა­ნა­ში ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამი­ტომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხე­ე­ბი უკვე შე­ფა­სე­ბუ­ლი ჰქონ­და, ხოლო კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კო­ორ­დი­ნა­ცი­ით გან­ხორ­ცი­ელ­და.

"ჩორ­ჩა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჰქონ­დათ კი­თხვე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ვალ­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი გა­მე­ცა პა­სუ­ხე­ბი.

მე მა­შინ ვი­ყა­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი, ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი იყო სა­გუ­შა­გოს გან­თავ­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია. ასე­ვე გზის გაყ­ვა­ნის სა­ჭი­რო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რად­გან არ­სე­ბობ­და რო­გორც ტე­რი­ტო­რი­ე­ბის მი­ტა­ცე­ბის რის­კი, ასე­ვე ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი. ვის­თან რა ფორ­მით იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი არ ვიცი, მაგ­რამ ჩემ­თვის, რო­გორც ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის­თვის ცნო­ბი­ლი იყო ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც გზის გაყ­ვა­ნის პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ი­წყო.

ჩორ­ჩა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ფარ­გლებ­ში მსჯე­ლო­ბა ჯერ კი­დევ და­ი­წყო 2019 წლის და­სა­წყის­ში. ჩვენ ყვე­ლა­ნი ვხე­დავ­დით, რომ ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის საფრ­თხე არ­სე­ბობ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მე ვვა­რა­უ­დობ, რომ სწო­რედ ეს იყო საფრ­თხედ შე­ფა­სე­ბუ­ლი. ამის შემ­დეგ კი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც იყო",- გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×