რეზონანსი
18.06.2025

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, მის სანქცირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარტნიორები დროებით შეცდომაში შეიყვანეს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სანქცირება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

„ჩემთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მე განსხვავებული პოზიცია მაქვს, ვთვლი, რომ ჩემი დასანქცირების ნაწილი იმ ადამიანებისთვის უნდა წარმოადგენდეს პრობლემას, თუნდაც მორალურად პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, დროებით, ვიმეორებ დროებით, შეცდომაში შეიყვანეს. ამას გაუგებრობას დავარქმევ. იმედი მაქვს, რომ ეს მალე დასრულდება.

მე ვთვლი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ტურისტული სეზონის ფარგლებში დავასრულოთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ღირსეულად დავხვდეთ დამსვენებლებს“, - აცხადებს სულხან თამაზაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×