რეზონანსი
18.06.2025

გარე განათების მოდერნიზაციის ფარგლებში, სამომავლოდ, დედაქალაქის მასშტაბით დაგეგმილია „სოდიუმის“ სანათების ეტაპობრივად ჩანაცვლება დიოდური ტიპის სანათებით. თანამედროვე, ეკონომიური LED სანათების დამონტაჟების შედეგად, წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ხარჯი, დაახლოებით, 9 მილიონი ლარით ნაკლები იქნება, ასევე, რესურსი დაიზოგება ექსპლუატაციის ნაწილშიც.

პროექტის ფარგლებში, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა მოადგილესთან, ვეფხვია ბაძაღუასთან და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსთან ერთად სამუშაო ვიზიტით ესპანეთის დედაქალაქში იმყოფებოდა. მათ ქალაქ მადრიდში დიოდური სანათების მწარმოებელი ბელგიური კომპანია SHREDER-ის ქარხანა დაათვალიერეს.

 „თბილსერვის ჯგუფის“ დელეგაცია ადგილზე გაეცნო დიოდური სანათების წარმოების პროცესს, ტექნიკურ დეტალებს, მართვისა და კონტროლის თანამედროვე სისტემებს.

შესაბამისი ტენდერის გამოცხადების მიზნით, ამ ეტაპზე ბაზრის კვლევა და სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×