რეზონანსი
20.06.2025

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „საფარის“ მიერ არქივის ნაწილის განადგურებასთან დაკავშირებით კომენტარი მედიასთან გააკეთა.

„გადახედეთ ევროპასა და აშშ-ში, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა კონტროლზე ჰყავთ აყვანილი უკვე, იმდენი სიგიჟეები ჰქონდათ ჩადენილი. ჩვენც გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ემსახურებიან არა ხალხის, საზოგადოების ინტერესებს, არამედ კონკრეტული ქვეყნის დაკვეთას“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

„საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ორგანიზაციის აქტივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×