
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანს ისრაელთან და შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება კანცლერის წარმომადგენელმა, შტეფან კორნელიუსმა გაავრცელა.
„გერმანიის მთავრობის უსაფრთხოების კაბინეტის დღეს გამართულ სხდომაზე, „კანცლერმა მერცმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ირანს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები აშშ-სა და ისრაელთან, რათა კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაწყდეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მთავრობის შეფასებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის საჰაერო იერიშების შედეგად, ირანის ბირთვული პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილები დაზიანდა. „ზუსტი შეფასება მხოლოდ მოგვიანებით იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ, ადგილზე რადიაციის დონე არ გაზრდილა.