რეზონანსი
22.06.2025

გვაქვს იმისი ამბიცია, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ ქვეყნებთა შორის მსოფლიოს სამეულში შევიდეს საქართველო, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

„ამიტომ, ეს კონკრეტული ქმედება, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა, ხაზს უსვამს ჩვენი ხელისუფლების ამ პოლიტიკისადმი ერთგულებას. შესაბამისად ეს მიდგომები გაგრძელდება“, - მათიკაშვილმა.

რომეო მიქაუტაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×