რეზონანსი
22.06.2025

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები წარმოუდგენელი და უდიდესი წარმატება იყო, რომელმაც ქვეყნის ბირთვული პროგრამა გაანადგურა.

ჰეგსეთმა პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზუსტი დარტყმები კონცენტრირებული, ძლიერი და მკაფიო იყო.

„გუშინ ღამით, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე ზუსტი დარტყმა განახორციელა ირანის ბირთვული პროგრამის განადგურების ან მისი სერიოზული დეგრადაციის მიზნით. ეს წარმოუდგენელი და უდიდესი წარმატება იყო. ჩვენი მთავარსარდლისგან მიღებული ბრძანება იყო მიზანმიმართული, ძლიერი და ნათელი. ჩვენ ირანის ბირთვული პროგრამა გავანადგურეთ. პრეზიდენტ ტრამპის გაბედული ლიდერობისა და ძალის მეშვეობით მშვიდობისადმი მისი ერთგულების წყალობით, ირანის ბირთვული ამბიციები განადგურებულია", - აღნიშნა ჰეგსეთმა.

მისივე მტკიცებით, ოპერაციის სამიზნე მხოლოდ ირანის ბირთვული ობიექტები იყო და არა ირანელი ჯარისკაცები, ან მშვიდობიანი მოსახლეობა.

„აღსანიშნავია, რომ ოპერაცია არ იყო მიმართული ირანელი ჯარების ან ირანელი ხალხის წინააღმდეგ", - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×