
უკრაინაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. იგი წლებია უკრაინელებთან ერთად იბრძოდა და ქართულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. როგორც მისი ერთ-ერთი თანამებრძოლის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მოულოდნელად ცუდად გახდა და მისი დახმარება სასწრაფოს ბრიგადამ ვეღარ შეძლო.
"მეგობრებო ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ჩვენი თანამებრძოლი და ახლო მეგობარი ვანო ნადირაძე დაიღუპა. ვანო ჩვენგან 19 კილომეტრის მოშორებით იყო. დამიკავშირდა, ლოკაცია ჩამიგდო და მითხრა, რომ ცუდად იყო. დახმარება მთხოვა. პირველი რაც გავაკეთე, დავურეკე სასწრაფოს, რომ ამ ლოკაციაზე მოსულიყო, ჩვენც წამოვედით, მაქსიმალური სისწრაფით ვიარე მეგობრებთან ერთად, მაგრამ რომ მოვედით ვანო გაირდაიცვალა სამწუხაროდ. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, თანამებრძოლებს და სრულიად საქართველოს. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, სიტყვები არ მყოფნის,"- ამბობს მისი თანამებრძოლი ვიდეომიმართვაში.
"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა მის თანამებრძოლს, ნადიმ ხმალაძეს.
"რა უნდა ვთქვა, გულის შეტევაა მიზეზი, გული არ აწუხებდა როგორც ვიცი. რა და როგორ მოხდა, არ ვიცი. უცებ გარდაცვლილა. ძალიან დიდი ქართველი დააკლდა ჩვენს ქვეყანას და უკრაინასაც, ასევე ჩვენს ბიჭებს უკრაინაში. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით. დიდება გმირებს", - თქვა ნადიმ ხმალაძემ.
კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე