რეზონანსი
23.06.2025

მონა მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება 7 თვით, - ასე გამოეხმაურა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პატიმრობას.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, “ყველა ერთად უნდა დადგეს და დასრულდეს კამათი ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე.“

ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, რომ “ბრძოლას არ შეწყვეტენ და გააგრძელებენ სწორედ იმ პრინციპებით, რის გამოც ზურა ჩაჯდა ციხეში 7 თვით“.

მონა მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო გადაწყვეტილება და გამოაცხადა რომ ამ ქვეყანაში ბრძოლა ისჯება ამ ეტაპზე 7 თვით. პირველ რიგში, მინდა გაგიზიაროთ, რომ ვამაყობთ ჩვენი ლიდერებით, ვამაყობთ იმ ხალხით, ვინც სისტემას ებრძვის არ თანამშრომლობით, არ აღიარებით და კი, მათ უწევთ ამის გამო თავისუფლების შეზღუდვა.

ჩვენ აქ ვაგრძელებთ ბრძოლას. ვიბრძოლებთ ზუსტად იმ პრინციპებით, რის გამოც ზურა ჩაჯდა ციხეში 7 თვით. ველოდებით სხვადასხვა განაჩენს, არ ვიცით, სისტემა რა ტაქტიკას აირჩევს, რას ჩახლართავს.

მინდა მოვუწოდო ყველას ოპოზიციაში, არ აქვს მნიშვნელობა რაში განსხვავდებოდა ჩვენი აზრები ტაქტიკურ საკითხებზე. დღეს არის ერთიანობის, არ თანამშრომლობის, არ აღიარების, ერთად ბრძოლის დრო. ერთადერთი რისიც რეჟიმს ეშინია, არის პრინციპულობა და ერთად დგომა. მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და გიორგი ვაშაძეს ვუსურვებ არ მოუწიოთ ციხეზე გადიოდეს მათი ბრძოლის გზა, მთავარია ყველა ერთად დავდგეთ. დავასრულოთ კამათი ადგილობრივი არჩევნების აბსურდულობაზე, ამ რეჟიმთან ეს არ არსებობს, ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, მათ შორის მორალურად გამართულებმა“,-აღნიშნა ხოშტარიამ.

ცოტა ხნის წინ, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის, "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს 7 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განმარტებით, ჯაფარიძეს ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.

გადაწყვეტილება მან ცარიელ დარბაზში გამოაცხადა. ჯაფარიძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია.

ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც წულუკიანის კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×