|

საქართველოს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსად გურამ დუმბაძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე გურამ დუმბაძე მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა, რომლის ბაზაზეც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი შეიქმნა. „გურამ დუმბაძეს უმაღლესი განათლება მიღებული აქვს ბიზნესის მართვის მიმართულებით, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. მას საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ქონების მართვის განყოფილებაში, ასევე 11 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში - აუდიტორ-ასისტენტობიდან მთავარ აუდიტორობამდე. 2021 წლიდან გურამ დუმბაძე იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, 2025 წლის ივნისიდან კი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|