|

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თეა წულუკიანის განცხადებით, პარლამენტში ის „ქართული ოცნების" ამომრჩეველს წარმოადგენს და არაფერი აქვს ასახსნელი „ლელოს" ამომრჩევლისთვის. როგორც წულუკიანმა „ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, „ლელოს" ამომრჩეველს ძალიან ბევრი რამ თვითონ „ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილმა უნდა აუხსნას, თუმცა მათ თავშესაფარი ციხეში იპოვეს". „მე წარმოვადგენ „ქართულ ოცნებას". შესაბამისად, პარლამენტში მე წარმოვადგენ „ქართული ოცნების" ამომრჩეველს და არაფერი არ მაქვს ასახსნელი ოპოზიციის ამომრჩევლისთვის. „ლელოს" ამომრჩევლისთვის მე არაფერი არ მაქვს ასახსნელი. „ლელოს" ამომრჩეველს ასახსნელი რამე-რუმეები აუხსნას ხაზარაძემ, რომელიც ვერ უხსნის და ამიტომ, თავშესაფარი იპოვა ციხეში. რათა მას ამომრჩეველთან არ ჰქონდეს პასუხი საგები. ის შეგნებულად წავიდა თუ არა ციხეში მე არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ის შეგნებულად არ მოვიდა კომისიის სხდომაზე. როდესაც ისმის ამდენი საყვედური, რომ მოქალაქეები ამბობენ თითქოს მონაწილეობდა რეკეტში, რომ იყო კეზერაშვილის მარჯვენა ხელი ბიზნესმენების დასატერორებლად - პირადად ხაზარაძე და ჯაფარიძე. როდესაც არ გიჩნდება სურვილი, რომ მოხვიდე და ეს გააბათილო, ეს მინიმუმ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს „ლელოს" ამომრჩეველშივე. ამიტომ, მე მათთვის არაფერი არ მაქვს ასახსნელი. ასახსნელი ძალიან ბევრი თვითონ ხაზარაძე-ჯაფარიძის წყვილს აქვს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|