რეზონანსი
24.06.2025

რასაც თქვენ აკეთებთ, ძალადობა! - ამ სიტყვებით მიმართა ონისე ცხადაძე მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სინდისის პატიმრებისთვის სახაზინო ადვოკატების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

ონისე ცხადაძემ, სხვა პატიმრების მსგავსად სასამართლოს განუცხადა, რომ მის ადვოკატს ენდობა და არ უნდა მის საქმეში სხვა პირის ჩართვა. 

ჯერ აბსურდული ძალადობის ბრალდებით გვასამართლებთ. შემდეგ რაღაცაზე გეუბნებით, არ მინდა-თქო და ძალით მაკეთებინებთ. ეგაა ძალადობა, გინდა ფსიქოლოგიური დაარქვით, გინდ მორალური და გინდ ფიზიკური, რაც გინდათ ის დაარქვით. მე ჩემს ადვოკატს ვენდობი, იმდენად ვენდობი, რომ შეიძლება ბავშვიც მოვანათვლინო. რატომ მინიშნავთ სხვა ადვოკატს, არ მესმის? მას ვერ ვენდობი.

მე მომავლის მჯერა და ადვოკატებმა და იურისტებმა უკეთ იციან, რა და როგორ უნდა მოხდეს და უკეთესადაც ჩამოაყალიბებენ, მაგრამ მე ასე გეტყვით- რაც გინდათ, ის გააკეთეთ!“, - მიმართა ონისე ცხადაძემ მოსამართლეს.

ხვალიდან სინდისის პატიმრებს სახაზინო ადვოკატები დაიცავენ. გადაწყვეტილება დღეს პროტესტის მიუხედაავდ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მაინც მიიღო დ სახაზინო ადვოკატებს 16 ტომიანი საქმის გასაცნობად 1 დღიანი ვადა განუსაზღვრა. 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმდნენ არც ბრალდებულები და არც მათი ადვოკატები. გალუსტაშვილმა შემდეგი სხდომა 26 ივნისს 13 საათზე ჩანიშნა. 

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×